14 ივნისი 2026,   14:33
ვრცლად
ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის სახელმწიფო ანსამბლი "ბასიანი" იტალიაში საკონცერტო ტურნეს მართავს

ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის სახელმწიფო ანსამბლი "ბასიანი" იტალიაში საკონცერტო ტურნეს მართავს.

ანსამბლმა 13 ივნისს ტრენტოში, საერთაშორისო ფოლკლორული მუსიკის ფესტივალი DISCANTO უკვე გახსნა.

ტურნე 21 ივნისამდე გაგრძელდება, ხოლო მომდევნო კონცერტი დღეს, 14 ივნისს, ქალაქ პრატოში გაიმართება, სადაც "ბასიანი" ანსამბლ "ივერიონთან" ერთად წარდგება.

დღის ამბები