მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე სათამაშო დღეს, "რუსთავი 2"-ის ეთერში გერმანიისა და კურასაოს შეხვედრა იწყება.
გერმანელები ფავორიტის სტატუსის დამტკიცებას აპირებენ, თუმცა კურასაო სენსაციისთვის ემზადება.
შეგახსენებთ, "რუსთავი 2" გულემატკივარს ფეხბურთის მსოფლიო ფეხბურთის ზეიმის ტრანსლაციას თვენახევრის განმავლობაში სთავაზობს.
მთავარი თამაშები წინაა, გამოკვეთილი ლიდერები, არაპროგნოზირებადი მატჩები, მანევრები, რომლებზეც თაობები ისაუბრებენ. 19 ივლისამდე გამარჯვების გზებს "რუსთავი 2" თქვენთან, ჩვენს მაყურებელთან ერთად გაივლის.