ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება - პროექტს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.
გეგმის მიხედვით, სრულად განახლდება მილსადენები, გაიწმინდება სათავე ნაგებობები და მოწესრიგდება ბეტონის ზედაპირები. სამუშაოები, რომლებიც სისტემის გამართულ მუშაობა უნდა უზრუნველყოს, მომავალ წელს დასრულდება.