18 ივნისი 2026,   01:09
ვრცლად
მურმან ჯინორია და ზვიად ბოლქვაძე ერთ სცენაზე - საღამო, რომელმაც პოეზია, არტისტიზმი და მრავალხმიანი ქართული სიმღერა ერთ მთლიანობად აქცია

სცენაზე გატარებული ათწლეულებიც ვერ აქრობს იმ მღელვარებას, რომელსაც მაყურებელთან შეხვედრის მოლოდინი ქმნის, მით უფრო მაშინ, როცა რეპერტუარში გალაკტიონია. მურმან ჯინორია - მხატვრული კითხვის ერთ-ერთ უდიდეს ოსტატად მიიჩნევა. ამბობს, რომ „გალაკტიონი ვერ ამოწურა და მასში მუდმივად ახალს პოულობს.“

მუდმივი ძიების განცდას იზიარებს ზვიად ბოლქვაძეც. საღამომ, რომელმაც ერთ სცენაზე ორი ხელოვანი გააერთიანა, ცოცხალი მუსიკისა და სამსახიობო ხელოვნების უნიკალური სინთეზი შექმნა.

მსახიობის არტისტიზმმა და კომპოზიტორის მუსიკალურმა ხედვამ გალაკტიონის პოეზია სრულიად ახალი, მუსიკალური ინტერპრეტაციით გააცოცხლა.

ზვიად ბოლქვაძემ, აფხაზეთის კაპელასთან ერთად, ქართველი პოეტის ლექსების მიხედვით შექმნილი კომპოზიციები შეასრულა.

"გალაკტიონის საღამო - მუსიკა და პოეზია" - ღონისძიება იმ პროექტების ციკლიდანაა, რომელსაც "სიტყვის აკადემია" ახორციელებს. ხელოვანების კოლაბორაციაც სწორედ მათი იდეა იყო.

ქართველი პოეტის შემოქმედების ირგვლივ გაერთიანებული ხელოვანების შეხვედრა ხანგრძლივი ოვაციებით დასრულდა.

 

 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები