მარნეულში წერეთლისა და აღმაშენებლის მაგისტრალური წყლის არხების რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში, მდინარე ხრამის ორ უბანზე - ჯამში 542 მეტრზე ქვაყრილი მოეწყობა, აშენდება სამანქანო ხიდი და დამონტაჟდება რკინა-ბეტონის ჭა სარეგულაციო ფარებით.
მასშტაბური სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. პროექტზე "საქართველოს მელიორაცია" მუშაობს.