24 ივნისი 2026,   03:04
ვრცლად
საპოლიციო დანაყოფები უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კუსტარული ნარკოლაბორატორიების გამოვლენას - ვაჟა სირაძე

სამართალდამცველებმა კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს. ამოღებულია 20 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. დაკავებულია ყაზახეთის ორი მოქალაქე.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები, დროებით საცხოვრებელ სახლში ქიმიური საშუალებისა და პრეკურსორების გამოყენებით, ნარკოტიკულ საშუალებებს ამზადებდნენ და სხვადასხვა მეთოდით ყიდდნენ.

"დადგენილი იქნა, რომ ბრალდებულებს დროებით საცხოვრებელ სახლში მოწყობილი ჰქონდათ კუსტარული ლაბორატორია, სადაც სხვადასხვა ქიმიური საშუალებების გამოყენებით ამზადებდნენ ნარკოტიკებს, რის შემდგომაც მათ რეალიზაციას სხვადასხვა მეთოდებით ცდილობდნენ.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, ნარკოტიკებთან ერთად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო დანაყოფები მთელი ქვეყნის მასშტაბით, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კუსტარული ნარკოლაბორატორიების გამოვლენას, ვინაიდან კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკების მოხმარების შედეგად, ფატალური შედეგის დადგომის რისკი ბევრად უფრო დიდია," - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ.

დღის ამბები