24 ივნისი 2026,   03:10
ვრცლად
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადების, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და უკანონო წარმოებისთვის ფარული ლაბორატორიის მოწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადების, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და უკანონო წარმოებისთვის ფარული ლაბორატორიის მოწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში უკანონოდ მოაწყვეს ფარული ლაბორატორია, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს აწარმოებდნენ, რასაც რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სპეციალურ პაკეტებში აფასოებდნენ. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია დაახლოებით 20 კილოგრამი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება - მეფედრონი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი და ამავე ნარკოტიკული საშუალებების დამზადებისათვის საჭირო ნივთიერებები.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 260-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 260-ე კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და 266-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, შენახვა, რეალიზაციის ხელშეწყობა და უკანონო წარმოებისთვის ფარული ლაბორატორიის მოწყობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა,"- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. 

 

დღის ამბები