სახალხო დამცველის შემდეგ, კანონმდებლებს წლიური მუშაობის შესახებ ანგარიშს ქვეყნის მთავარი პროკურორი აბარებს. გიორგი გვარაკიძეს პარლამენტში დღეს ელოდებიან. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია უწყების მიერ განხორციელებულ სისხლის სამართლის პოლიტიკაზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე. გვარაკიძე უპასუხოებს დასმულ შეკითხვებსაც.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიგა ფარულავა ამბობს, რომ აქვთ კითხვები, რომელსაც დასვამენ.
"ჩვენ გვექნება ჩვენი შეფასებები, კითხვები. საინტერესოა, კონკრეტულ კითხვებზე რა პასუხები ექნება უშუალოდ პროკურორს. რაც შეეხება პროკურატურას, ფაქტია, რომ დღეს პროკურატურა "ოცნების" ხელში არის პოლიტიკური დევნის იარაღი. შესაბამისად, რაღაც განსაკუთრებული მოლოდინი მათი მხრიდან არ გვაქვს, გვექნება ჩვენი შეფასებები, კითხვები და დაველოდოთ კონკრეტულად მათ პასუხებს," - აცხადებს გიგა ფარულავა.
მიმდინარე კვირას, პარლამენტში იგეგმება ასევე ქვეყნის პრემიერისა და გენერალური აუდიტორის ანგარიშების მოსმენა.