25 ივნისი 2026,   00:34
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე ძებნილი ერთ-ერთი პირი მიხეილ ჩოხელია

"კურიერის" ინფორმაციით, ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე ძებნილი ერთ-ერთი პირი მიხეილ ჩოხელია. ჩოხელი ოთარ ფარცხალაძესთან დაახლოებული პირია და ის წლების წინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მუშაობდა.

დღეს, საგამოძიებო უწყებამ 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმე გახსნა. დაკავებულია ორგანიზებული ჯგუფის 17 წევრი, ხოლო მიმალვაში მყოფი 3 პირის მიმართ გამოცხადდება ძებნა.

ბრალდება ასევე წარედგინა 11 ფიზიკურ პირს, რომლებმაც ითანამშრომლეს გამოძიებასთან და ხელი შეუწყვეს მასშტაბური დანაშაულებრივი სქემის გამოვლენას.

ამავე საქმეზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოში რეგისტრირებული 24 იურიდიული პირის მიმართ. ბრალდებულთა შორის არიან სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები.

დღის ამბები