ეფექტური გამარჯვებებით დაასრულეს ჯგუფური ეტაპი ბრაზილიამ და მაროკომ. C ჯგუფში, მესამე ტურში ლიდერებმა ღირსეული თამაში უჩვენეს.
ბრაზილიის ნაკრებმა შოტლანდია 3:0 დაამარცხა, ხოლო მაროკომ ჰაიტი – 4:2. ჯგუფში ამ ეტაპზე პირველ ადგილზე ბრაზილიაა, რომელმაც მხოლოდ ბურთების რაოდენობით აჯობა მაროკოს. ორივე ნაკრები პლეი-ოფში ითამაშებს.