26 ივნისი 2026,   14:06
ვრცლად
სპორტის მინისტრი ქარელსა და ხაშურში სპორტულ ინფრასტრუქტურას გაეცნო

სპორტის მინისტრი ქარელსა და ხაშურში სპორტულ ინფრასტრუქტურას გაეცნო. შალვა გოგოლაძე ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს, მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ მწვრთნელებს, სპორტსმენებსა და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო.

უწყების ცნობით, ინვენტარითა და სპორტული ეკიპირებით აღჭურვის გარკვეული საკითხები დაუყოვნებლივ გადაიჭრა, უახლოესი დღეების განმავლობაში კი სპორტული სკოლები და დარბაზები საჭირო ინვენტარითა და სპორტული ეკიპირებით მომარაგდება.

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე აცხადებს, რომ თითოეულ რაიონში ძალიან კარგი მდგომარეობა დახვდა. 

"ძალიან კარგი მდგომარეობა დაგვხვდა თითოეულ რაიონში. შეძლებისდაგვარად, თითოეული მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს ყველაფერი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ ჩვენს მომავალ თაობას ჰქონდეს თანამედროვე პირობებში ვარჯიშის შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, არის გამოწვევები და ამ გამოწვევების მოგვარებას ახლო მომავალში ვეცდებით, განსაკუთრებით, სპორტული აღჭურვილობის კუთხით," - აცხადებს მინისტრი. 

დღის ამბები