სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, შიო III, ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს. პატრიარქი ხასან და მადინა დერბიჩევებს, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, რვა წლის ბიჭის ტრაგიკულად დაღუპვის გამო სამძიმარს უცხადებს.
"ყველა ძალიან დაგვამწუხრა ინგუშეთში მომხდარმა ტრაგედიამ. ხიზირის გარდაცვალებამ მთელი საქართველო შეძრა.
პატარა ხიზირმა მეგობრის გადასარჩენად გაიღო სიცოცხლე და იქცა ნამდვილი ვაჟკაცობისა და გმირობის ნიმუშად.
ამ საერთო ტკივილმა ჩვენი გულები გააერთიანა და, მწუხარებასთან ერთად, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რა ძალა აქვს ადამიანთა თანადგომას და ერთობას.
მიიღეთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი და თანაგრძნობა. გვჯერა, ხიზირის თავდადებული საქციელი და ნათელი ხსოვნა მრავალი ადამიანის გულში დარჩება მოყვასის სიყვარულისა და თავგანწირვის გამორჩეულ მაგალითად.
უფალმა მოგმადლოთ ნუგეში, მხნეობა და სულიერი ძალა", - წერია საქართველოს პატრიარქის სამძიმრის წერილში.