მსოფლიო ჩემპიონატზე მორიგი საინტერესო შეხვედრა დასრულდა. საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა გამარჯვება ანგარიშით 4:1 მოიპოვა.
ერთმანეთს ნორვეგიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები და საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დაუპირისპირდნენ.
სამი გოლის ავტორი უსმან დემბელე გახდა, რომელმაც თამაშის მე-7 წუთზე ანგარიში გახსნა, მეორე გოლი კი 20-ე წუთზე გაიტანა.
შემდეგი გოლი ნორვეგიის ნაკრებმა გაიტანა. გოლის ავტორი თელო აასგარადს ეკუთვნის, რომელმაც 21-ე წუთზე შეაგდო კარში.
მომდევნო გოლი კვლავ უსმან დემბელემ 32-ე წუთზე გაიტანა. მეოთხე გოლის ავტორი კი დენზირე დუეა, მან ნორვეგიის კარში გოლი, მატჩის დასასრულს, დამატებითი ხუთი წუთის ბოლოს გაიტანა.