28 ივნისი 2026,   21:13
ვრცლად
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასრულდა - "რუსთავი 2-ის" მაყურებელმა ექვსი შეხვედრა იხილა

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა.

"რუსთავი 2-ის" მაყურებელმა ექვსი შეხვედრა იხილა. როგორც მოსალოდნელი იყო, L ჯგუფში თავისი შეხვედრები როგორც ინგლისმა, ასევე ხორვატიამ მოიგეს და პლეი-ოფის საგზურიც მოიპოვეს.

უგოლო ფრედ დასრულდა კოლუმბია-პორტუგალიის დაპირისპირება. ორივე ნაკრები K ჯგუფს ლიდერობდა და მეთექვსმეტედფინალშიც დამსახურებულად გავიდა.

მე-19 გოლი მსოფლიო ჩემპიონატებზე - ახალი რეკორდი ყოველ ახალ შეხვედრაზე! ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებში ქულების მაქსიმუმი დააგროვა და J ჯგუფიდან, ავსტრიასთან ერთად, პლეი-ოფში გავიდა. მესისთვის დღევანდელ შეხვედრაში გატანილი გოლი ამ მუნდიალზე მეექვსე და საუკეთესო შედეგია.

დღის ამბები