ანაკლიაში საზღვაო სეზონი ოფიციალურად 4-5 ივლისს გაიხსნება.
ორდღიანი პროგრამის ფარგლებში მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები გაიმართება, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და უცხოეთიდან ჩამოსული ვიზიტორებისთვის.
საზღვაო სეზონის გახსნის ღონისძიების ორგანიზატორები არიან სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და DMO სამეგრელო.
4 ივლისი:
15:00 - საფესტივალო სივრცის გახსნა
15:00 - სპორტული ღონისძიებები
15:30 - დღის კონცერტი
20:00 - ჯგუფი „ურსა“ ორკესტრთან ერთად
21:30 - DJ გიგა პაპასქირი
5 ივლისი:
15:00 - საფესტივალო სივრცე
15:00 - დღის კონცერტი
19:30 - ლინდა ადამია და ჯგუფი 1/4
21:00 - დუეტი „ჯორჯია“
22:30 - ელექტრონული მუსიკა
სეზონის განმავლობაში ანაკლიაში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისიძიებებია დაგეგმილი.