30 ივნისი 2026,   19:33
ვრცლად
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და "ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოების" ორგანიზებით, აჭარაში მცხოვრები ეთნიკური აფხაზები დააჯილდოვეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და "ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოების" ორგანიზებით, აჭარაში მცხოვრები ეთნიკური აფხაზები დააჯილდოვეს. ცერემონია უკვე მესამე წელია იმართება და მიზნად ისახავს იმ ადამიანების დაფასებას, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს აფხაზური ენის, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებაში.

"ეს ღონისძიებები, რაც დაიგეგმა, რაც გაკეთდა აფხაზეთის მთავრობის მონაწილეობით, ემსახურება იმ სტრატეგიულ ამოცანას, რასაც ჰქვია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საწყისი ეტაპი, პირველი ნაბიჯები უკავშირდება ნდობის აღდგენის სერიოზულ ჩამოყალიბებულ სამოქმედო გეგმას", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

აფხაზეთიდან დევნილმა სოფო ჩინბამ განაცხადა, რომ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის მიღებული ჯილდო მისთვის დიდი პატივი და განსაკუთრებულად ემოციური მოვლენაა.

"დავჯილდოვდით ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და დღეს ნამდვილად ემოციური და ამაღელვებელი დღე არის, ვინაიდან დიდი პატივია ჩემთვის, რომ მხვდა ეს ჯილდო წილად", - აცხადებს აფხაზეთიდან დევნილი სოფო ჩინბა.

დღის ამბები