საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას მასპინძლობს. 67-ე პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი მეზურნიშვილი, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად ორი წლის ვადით აირჩიეს.
როგორც ირაკლი მეზურნიშვილმა აღნიშნა, საქართველო ყოველთვის იქნება აქტიურად ჩართული ყველა სესიაში.
"ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ვიყო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი. ეს არის ძალიან დიდი საპასუხისმგებლო პოზიცია, ამავდროულად, სასიხარულოა. ეს არის დამატებითი შესაძლებლობა, კიდევ ერთი პლატფორმა, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები წარმოვაჩინოთ.
მოგეხსენებათ, საპარლამენტო ასამბლეა არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაცია. შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებია, მე ვიქნები კიდევ უფრო აქტიური, მეტი შესაძლებლობა მექნება პლატფორმაზე გამოვიყენო და დავაფიქსირო ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს საქართველო თავმჯდომარე ქვეყანაა და ვმასპინძლობთ კასპის რაიონ მეფისქალაქში. გვაქვს შესაძლებლობა და ისეთი ინფრასტრუქტურა, ასეთ მაღალ დონეზე ჩავატაროთ გენერალური ასამბლეა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ორგანიზაცია იქნება კიდევ უფრო ეფექტიანი, კიდევ უფრო წარმატებული მომავალშიც და ჩვენ ყოველთვის, ყველგან ვიქნებით აქტიურად ჩართული ყველა სესიაში", - აცხადებს ირაკლი მეზურნიშვილი.