საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი რეგიონის ქვეყნების, მათ შორის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება.
ირანის სულიერი ლიდერი 28 თებერვალს მოკლეს.
ტრაგედიამ ხამენეის ოჯახის რამდენიმე წევრი იმსხვერპლა - ადგილზე დაიღუპნენ მისი ქალიშვილი, სიძე, შვილიშვილი და რძალი.
სამგლოვიარო ცერემონიალი თეირანში, ყუმსა და მეშჰედში გაიმართება. აიათოლა ალი ხამენეის მეშჰედში დაკრძალავენ.