კამპანია "გამომყევი აჭარაში" დღეიდან დაიწყო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ქართველ ინფლუენსერებს, კონტენტ კრეატორებს, ფოტოგრაფ-ვიდეოგრაფებსა და მოგზაურებს მოუწოდებს მიიღონ გამოწვევა და რეგიონში იმოგზაურონ. კამპანიაში მონაწილეობა ვებგვერდზე რეგისტრაციით არის შესაძლებელი.
დარეგისტრირებულ კონტენტ კრეატორებს კი საშუალება აქვთ აჭარაში იმოგზაურონ, საინტერესო კონტენტი შექმნან, გამომწერებს გაუზიარონ და კამპანიის მთავარი პრიზები მოიგონ. მიზანი რეგიონის პოპულარიზაციაა.