ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ თბილისის 162-ე და 218-ე საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშოები დაათვალიერა.
სკოლებში მოეწყობა საკლასო და ადმინისტრაციული ოთახები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიები, ასევე, ინფორმაციული, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და სპორტული სივრცეები. შენობები სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.