ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება. "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ბრალდებები კვლავ ისმის ნიკა გილაურისა და კოალიცია "ცვლილებებთან" მიმართებით.
ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ უთანხმოებასა და კოალიციის ლიდერების განცხადებებზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანა წითლიძემ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.
"ელენეს პოსტი, გულწრფელად რომ გითხრათ, იყო ძალიან არაგულწრფელი. ეს პოსტი ჰგავდა თავის მართლებას გილაურთან დაკავშირებით. მრავალი უარყოფის შემდეგ, რასაც კოალიცია მთელი ამ წლების განმავლობაში აკეთებდა, რეალურად, ახლა თქვეს ღიად, რომ გილაური შემოსული იყო ამ პროცესებში. როდესაც ნიკა მელიას მთელი რიტორიკა "ნაციონალურ მოძრაობაზე" ის იყო, რომ კეზერაშვილს ოლიგარქობას აბრალებდა, "ნაციონალურ მოძრაობას" და ა.შ. ძალიან არასამართლიანი იყო მათ შორის კეზერაშვილთან მიმართებაშიც, როდესაც კეზერაშვილიც "ახლებთან" თანამშრომლობდა და ბევრ რაღაცაში ეხმარებოდა," - განაცხადა ანა წითლიძემ.