02 ივლისი 2026,   11:39
ვრცლად
საგამოცდო ცენტრებში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

ეს წუთია, ქვეყნის მასშტაბით გახსნილ ყველა საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტთა რეგისტრაცია დასრულდა და დაიწყო უშუალოდ გამოცდა.

ახალგაზრდები, სასურველ უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად, როგორც ყოველთვის, პირველად, ქართულ ენასა და ლიტერატურას აბარებენ.

ქვეყანაში სულ 24 საგამოცდო ცენტრი მოქმედებს. ყველა მათგანი აღჭურვილია გაგრილების სისტემით. გარდა ამისა, თბილისში მდებარე 8 ცენტრში მისასვლელად, მეტროდან დანიშნულია დამატებითი ტრანსპორტი.

აბიტურიენტთა რაოდენობა წელს 43 ათასს აღემატება.

 

ავტორი: ქეთი მარსაგიშვილი

დღის ამბები