ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა.
"ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება. ერთიანი ეროვნული გამოცდები შესაძლებლობაა წარმოაჩინოთ მრავალწლიანი შრომის შედეგი.
თქვენ ხართ მომავალი თაობა, ჩვენი ქვეყნის მთავარი მამოძრავებელი ძალა. სწორედ თქვენი ცოდნითა და შესაძლებლობებით შეგიძლიათ შექმნათ საქართველოს უკეთესი მომავალი და წვლილი შეიტანოთ მის განვითარებაში.
გისურვებთ წარმატებებს ამ საპასუხისმგებლო გზაზე", - აცხადებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე.