03 ივლისი 2026,   02:34
ვრცლად
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე - გიორგი მალანიას ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ

დღეს გიორგი მალანიას ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ. მას საგამოძიებო უწყება გიგა ავალიანის საქმეში დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე უკვე დაკავებულია 5 პირი და მათგან ორზე განაჩენი უკვე დამდგარია. 

დემეტრე ჩიქოვანს 9 წლით და 9 თვით, ანი ნასყიდაშვილს კი 5 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. მიუხედავად იმისა, რომ ანი ნასყიდაშვილისთვის ცნობილი იყო, რომ მზადდებოდა და ჩადენილი იყო მძიმე დანაშაული, მან ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა. 

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის სექტემბერში ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძესთან და დემეტრე ჩიქოვანთან ერთად, გიგა ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა დაგეგმეს. 

29 სექტემბერს, საღამოს საათებში ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ანგარიშსწორების მიზნით მივიდნენ თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრთან, მოაწყვეს ჩასაფრება და ყველა პირობა ჰქონდათ შექმნილი თავდასხმის მოსაწყობად, თუმცა ამ დღეს განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს.

1-ელ ოქტომბერს ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო და 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

დღის ამბები