03 ივლისი 2026,   11:52
ვრცლად
ქუთაისის მუნიციპალიტეტში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება

ქუთაისის მუნიციპალიტეტში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება.

ქალაქში ერთდროულად 15 სკვერი განახლდა. მიმდინარე პროცესს ქუთაისის დელეგატი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

სამუშაოებისათვის, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 4 მილიონამდე ლარი გამოიყო. სკვერებისა და პარკების მოწყობა-განახლების პროცესი ქუთაისში მომავალშიც იგეგმება, მათ შორის ისეთ უბნებში, სადაც აქამდე რეკრეაციული სივრცეები საერთოდ არ არსებობდა.

დღის ამბები