მსოფლიო ჩემპიონატი "რუსთავი 2-ზე" გრძელდება. სულ რამდენიმე წუთის წინ, შვეიცარია-ალჟირის დაპირისპირება შვეიცარიის დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. მერვედფინალში შვეიცარია უკვე კოლუმბია-განას შორის გამარჯვებულს შეხვდება.
მერვედფინალში ითამაშებს ესპანეთის ნაკრები. ესპანეთმა პლეი-ოფის პირველ ეტაპზე ავსტრიასთან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - ანგარიშით 3:0. მატჩის მთავარი გმირი მიკელ ოიარზაბალი გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა.
პორტუგალიამ კი ხორვატია დაამარცხა ანგარიშით 2:1. ხორვატების კარში პირველი გოლი კრიშტიანო რონალდომ მსაჯის მიერ დანიშნული პენალტის დროს გაიტანა, მეორე გოლის ავტორი კი დამატებულ დროში გახდა გონსალო რამუში.
ამგვარად, პორტუგალიაც მერვედფინალშია და მისი მეტოქე, 6 ივლისს, ესპანეთის ნაკრები იქნება.