03 ივლისი 2026,   18:11
ვრცლად
პოლიციამ გურიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე "კანაფი" ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

"სამართალდამცველებმა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 2 მჭიდი და 9 საბრძოლო ვაზნა, ხოლო საცხოვრებელი სახლის ეზოდან, პოლიციამ ნივთმტკიცებად ნარკოტიკული საშუალების შემცველი 3 ძირი მცენარე "კანაფი" ამოიღო", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები