04 ივლისი 2026,   04:39
ვრცლად
სოციალურ ქსელში კახა კალაძის შეურაცხყოფისთვის, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. დღეს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 2 ათასი ლარით დააჯარიმა ნოდარ სოლომნიშვილი, რომელმაც Facebook-ზე შეურაცხყოფა მიაყენა დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს.

სიძულვილის ენის წინააღმდეგ შექმნილ სამმართველოში პირველი ივნისიდან გამოვლენილია სავარაუდო სამართალდარღვევის 170 ფაქტი. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია 40-ზე მეტ საქმეზე.

"პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის ფაქტზე შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი ნოდარ სოლომნიშვილის მიმართ. აღნიშნული საქმე განიხილა გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ და 3 ივლისის დადგენილები, პირი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და განესაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით. სოციალურ ქსელში, კონკრეტულმა პიროვნებამ განათავსა შეურაცხმყოფელი სიტყვები. აღნიშნული სიტყვები მიემართებოდა თბილისის მერ კახა კალაძეს", - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტმა ანდრო გურულმა.

დღის ამბები