03 ივლისი 2026,   21:52
ვრცლად
საქართველოს სპორტის მინისტრმა მსოფლიოს ანტი დოპინგური სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს სპორტის მინისტრმა მსოფლიოს ანტი დოპინგური სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოს ანტი დოპინგური სისტემის გაძლიერების, საერთაშორისო თანამშრომლობისა და სახელმწიფოს მხარდაჭერის შესახებ იმსჯელეს.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო: საქართველოს ანტი დოპინგური კონტროლისა და განათლების სააგენტოს შექმნას, სპორტულ სკოლებში, ფედერაციებსა და ოლიმპიურ პროგრამებში ანტი დოპინგური განათლების ინტეგრირებას, ამ მიმართულებით სპორტსმენების, მწვრთნელებისა და დამხმარე პერსონალის ცნობიერების ამაღლებას და ეროვნული ტესტირების პროგრამის გაძლიერებას.

საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე აცხადებს, რომ საქართველო დაინტერესებულია სუფთა სპორტის განვითარებით. 

"სპორტის სამინისტროში ვუმასპინძლეთ მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს მაღალჩინოსნებს. ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობაზე იმ მნიშვნელოვან პროექტებზე რაც აუცილებელია, როგორც ეროვნულ დონეზე ისე საერთაშორისო მიმართულებით ქართული სპორტისათვის. ჩვენი თანამშრომლობა იქნება წარმატებული, რადგან სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ის საერთაშორისო კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებებით ასევე დაინტერესებულები ვართ სამართლიანი და სუფთა სპორტის განვითარებით,"- აცხადებს ირაკლი დოლაბერიძე. 

დღის ამბები