04 ივლისი 2026,   20:46
ვრცლად
"მზადების პროცესი უკვე დასკვნით ეტაპზეა და 21:00 საათზე, კანადასთან ერთად, რუსთავიც უმასპინძლებს ამ ძალიან მაგარ მოვლენას" - ირაკლი შატაკიშვილი

რამდენიმე საათი დიდ საფეხბურთო ზეიმამდე - მსოფლიო ჩემპიონატზე, საყვარელ გუნდებს ადამიანები გულშემატკივრობენ ყველგან. შეკრების ადგილებიდან ერთ-ერთი რუსთავია, სადაც დღეს კანადა-მაროკოსა და პარაგვაი-საფრანგეთის დაპირისპირებას ადგილობრივები თვალს "რუსთავი 2-ისა" და მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით მოწყობილ სივრცეში ადევნებენ.

ტერიტორიაზე ეწყობა ბევრი გასართობი ღონისძიება და იქ მისვლა ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია. 

"ჩვენთვის, რუსთაველებისთვის, ერთგვარი ტრადიციაა, რომ სპორტის თითქმის ყველა მიმდინარეობას და სახეობას ასე ერთობლივად ვუცქერით ხოლმე. ამ ტრადიციას, განსაკუთრებით 2024 წელს ჩაეყარა საფუძველი, მაშინ. როდესაც ჩვენი საამაყო ფეხბურთის ნაკრები მონაწილეობდა ევროპის ჩემპიონატზე. სწორედ ამ არაჩვეულებრივ ადგილას, რუსთავის იპოდრომის ტერიტორიაზე, მაშინაც და ახლაც, "რუსთავი 2-ისა" და რუსთავის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ინიციატივით იმართება ეს ჩვენება. ხედავთ, რომ მზადების პროცესი უკვე დასკვნით ეტაპზეა და 21:00 საათზე, კანადასთან ერთად, რუსთავიც უმასპინძლებს ამ ძალიან საყვარელ და მაგარ მოვლენას. ყველას გთხოვთ, რომ მობრძანდეთ და ერთად ვისიამოვნოთ," - ამბობს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რუსთავის დელეგატი, ირაკლი შატაკიშვილი.

 

 

ავტორი: ნანა გოგატაძე 

დღის ამბები