საქართველოს კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ზუგდიდში მდებარე ჭაქვინჯის ციხის სრული რეაბილიტაცია იგეგმება, რისთვისაც საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება უკვე მიმდინარეობს.
V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს, სადაც, პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ციხის მიმდებარე ტერიტორიისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაც მოხდება.