06 ივლისი 2026,   02:18
ვრცლად
ჯეი დი ვენსის განცხადებით, ბრიტანეთის ლიდერებმა ქვეყნის მოლოდინი ვერ გაამართლეს და იმედოვნებს, რომ შემდეგი პრემიერ-მინისტრი ცვლილებებს მოიტანს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი "დიდი ხანია ვერ ახერხებს მიზნების მიღწევას ლიდერების ნაკლოვანებების გამო" და იმედოვნებს, რომ ქვეყნის შემდეგი პრემიერ-მინისტრი შეძლებს იმ სტრუქტურული ცვლილებების განხორციელებას, რომლის მიღწევასაც ამომრჩევლები "მრავალწლიანი პოლიტიკური არეულობის შემდეგ ცდილობენ".

როგორც მედია წერს, ინტერვიუში ვენსმა აღნიშნა, რომ მთავრობაში ხშირი ცვლილებები ბრიტანულ პოლიტიკაში არსებულ უფრო ღრმა პრობლემებზე მიუთითებს.

"ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ექვსი პრემიერ-მინისტრი შეიცვალა. ეს მიმანიშნებს, რომ ბრიტანულ პოლიტიკაში რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს და ხალხს ნამდვილად სჭირდება მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებები.

ვიმედოვნებ, რომ ენდი ბერნჰემი - და თუ არა ენდი ბერნჰემი, მაშინ სხვა, შეძლებს ამ მიზნის მიღწევას. ვინც არ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი, მან უნდა მოიფიქროს, თუ როგორ დააბრუნოს ბრიტანეთი სწორ გზაზე", - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

მედიის ინფორმაციით, სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობას სტარმერის შემდეგ, სავარაუდოდ, პარლამენტის წევრი ენდი ბერნჰემი დაიკავებს, რადგან ის ერთადერთი კანდიდატი აღმოჩნდა, რომელიც სტარმერის შემცვლელად დასახელდა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა გასულ თვეში, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ორწლიანი მუშაობის შემდეგ, გადადგომის შესახებ განაცხადა. შემდეგი პრემიერი ბოლო ათწლეულში რიგით მეშვიდე იქნება.

დღის ამბები