ვინ აღმართავს მსოფლიო ჩემპიონატის თასს? - მუნდიალის ფინალამდე სულ ორი კვირაა დარჩენილი და საფეხბურთო მოლოდინი პიკს აღწევს. ფეხბურთი ყოველდღიური განხილვის მთავარ თემად იქცა, მათ შორის, ქართველ პოლიტიკოსებს შორისაც.
მინისტრებს, დეპუტატებსა და თბილისის მერს, რომელსაც ფეხბურთთან განსაკუთრებული კავშირი აქვს, საკუთარი ფავორიტები უკვე შერჩეული ჰყავთ. ვინ რჩება ბრაზილიის ერთგული, ვის სჯერა არგენტინის წარმატების და ვინ ელოდება ევროპის რომელიმე ნაკრების ტრიუმფს? ამჯერად პოლიტიკური დებატები საფეხბურთო პროგნოზებმა ჩაანაცვლა.
ვის გულშემატკივრობენ ქართველი პოლიტიკოსები და ვის ხედავენ მსოფლიო ჩემპიონად - პოლიტიკოსების საფეხბურთო არჩევანზე "კურიერი P.S."-მა რეპორტაჟი მოამზადა.