05 ივლისი 2026,   20:40
ვრცლად
განათლების მინისტრის მოადგილე მასწავლებელთა გამოცდების მიმდინარეობას ახალციხის N1 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში გაეცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია მასწავლებელთა გამოცდების მიმდინარეობას ახალციხის N1 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში გაეცნო.

საგამოცდო ცენტრში მინისტრის მოადგილესთან ერთად იმყოფებოდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მიხეილ დარახველიძე.

საქართველოს მასშტაბით სრულ მზადყოფნაშია 24 საგამოცდო ცენტრი. ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და შესაბამისი ინვენტარით.

2026 წელს საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებზე 29 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა. ისინი გამოცდებში 5 ივლისს ჩაერთნენ. ახალციხის საგამოცდო ცენტრში უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდას დღეს 230 გამოსაცდელი აბარებს. ხოლო, ქვეყნის მასშტაბით, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე სულ 3600-მდე აპლიკანტი გადის. მასწავლებლის გამოცდები 29 ივლისს დასრულდება.

დღის ამბები