მსოფლიო ჩემპიონატი "რუსთავი 2-ზე" გრძელდება. მორიგი მატჩი მექსიკასა და ინგლისს შორის დაახლოებით ერთი საათის წინ დასრულდა.
თამაში ერთსაათიანი დაგვიანებით, შტორმის საფრთხისა და უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით დაიწყო. გაიმარჯვეს ბრიტანელებმა, სხვაობით 3:2, მექსიკა კი მუნდიალს დაემშვიდობა.