ქართული კულტურის საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის "ჩვენებურების" დასკვნითი გალაკონცერტი თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ბურსაში გაიმართა.
ღონისძიება ცნობილი ქართველი ფოლკლორისტის, ანზორ ერქომაიშვილის დაბადებიდან 85 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ფესტივალი აჭარის მთავრობის აქტიური ჩართულობით გაიმართა, რომლის ფარგლებშიც არაერთი მასშტაბური ღონისძიება მოეწყო.