წალკის კანიონთან ზაფხულის ტურისტული სეზონის ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართა. სეზონის გახსნასთან ერთად, დაფუძნდა რეგიონული მდგრადი ტურიზმის განვითარების საკომუნიკაციო პლატფორმაც.
პლატფორმის შექმნა მიზნად ისახავს სახელმწიფოს, კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესისა და ადგილობრივი საზოგადოების გაერთიანებას, რეგიონული ტურიზმის განვითარების გარშემო.