08 ივლისი 2026,   09:13
ვრცლად
ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველი კონფერენცია გრძელდება - დელეგატები დღეს ახალი ფორმატის ორგანიზაციულ საკითხებს განიხილავენ

ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველი კონფერენცია ბელგრადში გრძელდება. დელეგატები დღეს დეტალურად განიხილავენ ორგანიზაციულ საკითხებს, თუ როგორ უნდა იმუშაოს ახალმა ფორმატმა.

შეხვედრების შემდეგ იგეგმება დეკლარაციის მიღებაც, სადაც სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის პირველი პირები დააფიქსირებენ საკუთარ ხედვებს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით.

სერბეთისა და უკრაინის ინიციატივით ორგანიზებული ფორმატის მიზნად კანდიდატ ქვეყნებს შორის საპარლამენტო დიალოგის გაღრმავება, პოზიციების კოორდინაცია და ევროინტეგრაციის პროცესში ურთიერთმხარდაჭერა სახელდება.

სადამფუძნებლო კონფერენცია გუშინ გაიხსნა.

დღის ამბები