მსოფლიო ჩემპიონატზე გადამწყვეტი ფაზა იწყება. მუნდიალზე მერვედფინალური ეტაპი ოფიციალურად დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურნირს საუკეთესო რვა ნაკრები შემორჩა.
ჩემპიონატს უკვე გამოეთიშა რამდენიმე ფავორიტი, რამაც ტურნირის ინტრიგა კიდევ უფრო გაზარდა.
ბოლო მერვედფინალურ მატჩში ერთმანეთს შვეიცარიისა და კოლუმბიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ძირითადმა და დამატებითმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა - პენალტების სერიაში კი, უფრო ზუსტი შვეიცარიელები აღმოჩნდნენ. მეოთხედფინალში ისინი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს, არგენტინის ნაკრებს შეხვდებიან.
მატჩი კვირას, 05:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მატჩის პირდაპირ რეპორტაჟსა და მიმოხილვას შეგიძლიათ თვალი "რუსთავი 2-ის" ეთერში ადევნოთ.