08 ივლისი 2026,   10:35
ვრცლად
ყრილობა ერთი თვის განმავლობაში აუცილებლად ჩატარდება, მანამდე ეს ადამიანები ხელმძღვანელ პოსტებზე რჩებიან - ირაკლი ფავლენიშვილი

თინა ბოკუჩავასა და "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრებს დღეს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ. პარტიაში ამბობენ, რომ ყრილობა, სადაც შიდა არჩევნები უნდა შედგეს, ერთი თვის ვადაში გაიმართება.

პარტიის ახალი თავმჯდომარეობის კანდიდატის ვინაობა კი შიდა კონსულტაციების შედეგად გადაწყდება. ამ ფონზე, მოძრაობის შიგნით კვლავ მწვავე დაპირისპირება და აზრთა სხვადასხვაობაა როგორც თავმჯდომარის კანდიდატურასთან, ისე მისი არჩევის წესთან დაკავშირებით.

მიმდინარე შიდაპარტიულ პროცესებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი ეხმაურება.

"უშუალო თარიღი ჯერ ცნობილი არ გახლავთ, როცა ყრილობა ჩატარდება, თუმცა სადღაც ერთი თვის განმავლობაში, აუცილებლად ჩატარდება. მანამდე, რამდენიმე კვირის განმავლობაში, ეს ადამიანები დარჩებიან კვლავინდებურად ხელმძღვანელ პოსტებზე. სანამ კონსულტაციები არ ჩატარდება, არ მგონია, ვინმემ გიპასუხოთ ამ კითხვაზე - სანამ თავად ეს კანდიდატები არ დააყენებენ თავიანთ კანდიდატურას. მათთვის ერთ-ერთი მოტივაციის მიმცემი შეიძლება იყოს მათი თანაგუნდელების რჩევაც," - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

დღის ამბები