09 ივლისი 2026,   18:29
ვრცლად
"ეკოსერვის ჯგუფს" 40-მდე ერთეული ტექნიკა და სატრანსპორტო საშუალება დაემატა

შპს "ეკოსერვის ჯგუფის" ავტოპარკი განახლდა - კომპანიას 40-მდე ერთეული ტექნიკა და სატრანსპორტო საშუალება დაემატა.

თბილისის გამწვანებული სივრცეების მოვლა-პატრონობის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, შპს "ეკოსერვის ჯგუფის" სპეციალიზებული საავტომობილო პარკი განახლდა - კომპანიამ შეიძინა 40-მდე ერთეული სატრანსპორტო საშუალება და სპეციალიზებული ტექნიკა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სამუშაოების ეფექტიანობას, ოპერატიულობასა და მასშტაბებს.

ახლად შეძენილ ტექნიკას შორისაა: 13 ერთეული სტანდარტული თვითმცლელი, რვა ერთეული ორმაგკაბინიანი თვითმცლელი, შვიდი მიკროავტობუსი, სამი ბორტიანი სატვირთო ავტომობილი სპეციალური შესაწამლი აგრეგატებით, ოთხი ფურგონი აღჭურვილი შესაბამისი ხელსაწყოებით - ე.წ. მოძრავი სახელოსნოები.

გარდა ამისა, შეძენილია ბალახის მთესველი აგრეგატი, ხის გადამრგველი სპეციალური ტექნიკა და 130 ერთეული სხვადასხვა ტიპის სამებაღეო მექანიზმი.

განახლებული ავტოპარკი და თანამედროვე ტექნიკა "ეკოსერვის ჯგუფს" საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო ეფექტურად განახორციელოს მწვანე სივრცეების მოვლა-პატრონობის სამუშაოები, გაზარდოს ოპერატიულობა და დანერგოს თანამედროვე მიდგომები ქალაქის გამწვანების მიმართულებით.

"ეკოსერვის ჯგუფი" განაგრძობს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებასა და სრულყოფას, რათა დედაქალაქის მწვანე სივრცეების მოვლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განხორციელდეს.

დღის ამბები