09 ივლისი 2026,   18:28
ვრცლად
ეროვნულ სასახლეში, კინოცენტრის მიერ ქართული კინოსადმი მიძღვნილი სერიის ახალი წიგნების - "ქართული კინო 1940-1960" და "ქართული კინო 1960-1970" წარდგენა გაიმართა

ეროვნულ სასახლეში, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ ქართული კინოსადმი მიძღვნილი სერიის ახალი წიგნების - "ქართული კინო 1940-1960“ და „ქართული კინო 1960-1970" წარდგენა გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე პირველ მოადგილესთან, მაკა გურგენიძესთან ერთად დაესწრო.

„დღეს ქართული კინოს შესახებ გამოცემული მეოთხე წიგნის წარდგენას ვესწრებით. ვულოცავ ამ მნიშვნელოვან მოვლენას ყველას, ვინც ამ პროექტზე მუშაობდა. ეს გამოცემები ერთ სივრცეში აერთიანებს ქართული კინოს ისტორიას, საარქივო
მასალებსა და კინომცოდნეთა კვლევებს. ფაქტობრივად, ეს არის უნიკალური ნაშრომი, რომელიც მომავალ თაობებს ქართული კინოს შესახებ მრავალმხრივ და სრულყოფილ წარმოდგენას უქმნის. სასიხარულოა ისიც, რომ ამ სერიის მეხუთე წიგნზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა. კიდევ ერთხელ დიდ
მადლობას გადავუხდი ავტორებს და პროექტში ჩართულ თითოეულ ადამიანს“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

პრეზენტაციაზე სარედაქციო ჯგუფის წევრებმა გამოცემების კონცეფციასა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

„ქართული კინო 1940-1960“ და „ქართული კინო 1960-1970“ ათწლეულების მიხედვით შექმნილი იმ სერიის ნაწილია, რომელიც 2020 წლიდან გამოიცემა. წიგნები დაინტერესებული მკითხველისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტურ წყაროს წარმოადგენს,
რადგან მათში ქართული კინოს განვითარების სხვადასხვა ეტაპი, ჟანრული მრავალფეროვნება, ფილმების შექმნის ისტორია და კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი საქმიანობაა აღწერილი. გამოცემების მთავარი რედაქტორები მანანა ლეკბორაშვილი და ქეთევან ტრაპაიძე არიან.

დღის ამბები