09 ივლისი 2026,   18:29
ვრცლად
სტრასბურგის განმარტებით, ინტერნეტში ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება ევროპულ კონვენციასთან შესაბამისობაშია

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ინტერნეტში ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება ევროპულ კონვენციასთან შესაბამისობაშია.

სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე კუნსტელი სლოვენიის წინააღმდეგ. საქმე ეხება 2010 წელს მოსარჩელის მხრიდან პირად ბლოგზე ორი ჟურნალისტის მიმართ, შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური პოსტების გამოქვეყნებას, რის გამოც მას ჟურნალისტებმა უჩივლეს.

2012 წელს კი სლოვენიის საგამოძიებო ორგანოებმა კუნსტელის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყეს და სასჯელის სახით 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებით, ინტერნეტის გამოყენებით შეურაცხყოფისა და ცილისწამებისთვის მოსარჩელისთვის სასჯელის სახით 6 თვით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებით არ დარღვეულა კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლება.

დღის ამბები