10 ივლისი 2026,   16:06
ვრცლად
ქართული ავიაკომპანია OneClick Airways თელ-ავივის მიმართულებით პირდაპირ რეისებს კვირაში ორჯერ შეასრულებს

ქართულმა ავიაკომპანია OneClick Airways-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული რეისების შესარულება დაიწყო. საქართველოსა და ისრაელის დედაქალაქებს შორის პირდაპირ რეისებს აღნიშნული ავიაკომპანია კვირაში ორჯერ განახორციელებს.

თელ-ავივი - თბილისის ფრენები ყოველ ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება, თბილისი- თელ-ავივის ფრენები კი ყოველ ორშაბათსა და პარასკევს.

ავიაკომოანია OneClick Airways-მა ისრაელის დედაქალაქიდან თბილისში Boeing 737 ტიპის საჰაერო ხომალდით პირველი მგზავრები უკვე ჩამოიყვანა. თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის, "ტავ ჯორჯიას" ორგანიზებით პირველი რეისის მოფრენასთან დაკავშირებით სიმბოლური ღონისძიება გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას Oneclick Airlines-მა თელ-ავივის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება ბათუმიდანაც დაიწყო.

დღის ამბები