10 ივლისი 2026,   17:37
ვრცლად
სიძულვილის ენის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები გრძელდება

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ იდენტიფიცირებულ ფაქტებზე, სასამართლოებში პროცესები გრძელდება. გურჯაანის სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა იოსებ მარტიაშვილი, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე ლევან ჭაფოძეს.

"შეურაცხყოფის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით მიმართა კონკრეტულმა პიროვნებამ და შემდგომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. შედგენილ იქნა სამართალდარღვევის ოქმი იოსებ მარტიაშვილის მიმართ. გურჯაანის რაიონული სასამართლოს დადგენილებით, პიროვნება ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით", - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტმა ანდრო გურულმა.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლო მაია დარსმელიძის საქმეს განიხილავს, რომელმან სიძულვილის ენა გამოიყენა ნინო ჯღარკავას მისამართით. დღესვე, ჩანიშნულია ვახტანგ სანაიას პროცესი, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ვლადიმერ ბოჟაძესა და შალვა პაპუაშვილს.

დღის ამბები