10 ივლისი 2026,   18:59
ვრცლად
ხანძრის გაჩენა ვერ გამოიწვევდა 25 მილიონის ზიანს, სამწუხაროდ, სასამართლომ გამოიყენა ყველაზე მძიმე კვალიფიკაცია და მიუსაჯა 13 წელი - ალეკო ელისაშვილის ადვოკატი

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული "ძლიერი საქართველო - ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აღნიშნული ეპიზოდი თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობაში მომხდარ ფაქტს ეხება, სადაც მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ალეკო ელისაშვილის ქმედება აღკვეთეს და შემდეგ უკვე ის ადგილზე სამართალდამცავებმა დააკავეს.

ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს.

ალეკო ელისაშვილის ადვოკატის გიორგი რეხვიაშვილის განცხადებით, ელისაშვილის წინააღმდეგ სასამართლომ ყველაზე მძიმე კვალიფიკაცი აგამოიყენა. 

"რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში არის დაუსაბუთებელი. მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის მტკიცებულებები, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა, რომ აღნიშნული ხანძრის გაჩენა ვერ გამოიწვევდა 25 მილიონის ზიანს, სამწუხაროდ, სასამართლომ გამოიყენა ყველაზე მძიმე კვალიფიკაცია და მიუსაჯა 13 წელი. ეს არის იგივე ოდენობის, რაც შეიძლება ყოფილიყო დასრულებული ტერაქტის შემთხვევაში. ეს არის გამორიცხული, მცდელობაც კი რომ დადასტურებულიყო, ამ შემთხვევაში, 13 წელია ძალიან ბევრია. ბრალდებულის აღიარება ამ შემთხვევაში არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია ის, თუ რა მტკიცებულებები არის საქმეში და საქმეში არ არის არცერთი პირდაპირი და არაპირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადგენდა, რომ ალექსანდრე ელისაშვილმა ჩაიდინა ტერორისტული აქტის მცდელობა", - განაცხადა ადვოკატმა.  

დღის ამბები