ბათუმში მე-19 შავი ზღვის ჯაზფესტივალი გაიხსნა, რომელიც წელს ლეგენდარული მაილს დევისის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
მუსიკალური ღონისძიება პროდიუსერმა და დრამერმა, ვინს უილბურნ ჯუნიორმა ბენდთან ერთად გახსნა.
სამი დღის განმავლობაში მელომანების წინაშე მსოფლიო დონის მუსიკოსები, მათ შორის ერიკ ბენე და გრემის მრავალგზის ნომინანტი ფანკ-ჯაზ ჯგუფი "გოსთ ნოუთი" წარდგებიან.