17 ივლისი 2026,   06:24
ვრცლად
ჩვენს ქვეყანას აქვს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2031 წლის ჩათვლით ჩვენ გვექნება საშუალოდ 5.4 % ეკონომიკური ზრდა, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია - ირაკლი კობახიძე 

რაც შეეხება შუა დერეფანს, რაც შეეხება დაკავშირებადობას, ჩვენს სატრანზიტო ფუნქციას, მაქსიმუმი კეთდება და ამის შედეგიც არის ის, რომ ქვეყანას აქვს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, 2031 წლის ჩათვლით საქართველოს ექნება საშუალოდ 5.4 % ეკონომიკური ზრდა, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

“ამ მაღალი ტემპის შენარჩუნება არ არის იოლი, გრძელვადიან პერსპექტივაში საშუალოდ 5%-ზე მეტიც რომ დაიჭირო ეკონომიკური ზრდა, ეს არის უკვე ძალიან სერიოზული შედეგი. და თქვენ იცით, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, 2031 წლის ჩათვლით ჩვენ გვექნება საშუალოდ 5.4 % ეკონომიკური ზრდა, რაც არის ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. თუმცა ჩვენ ყოველ ჯერზე, ყოველ წელს სავალუტო ფონდის პროგნოზს ყოველთვის ვასრულებდით ხოლმე გადაჭარბებით და იმედი გვაქვს, ასევე გავაგრძელებთ მომავალი წლების განმავლობაში,”- აღნიშნა პრემიერმა.

დღის ამბები