17 ივლისი 2026,   02:03
ვრცლად
ირანი აშშ-სთან მოლაპარაკებებს აგრძელებს, რადგან ისინი გამანადგურებელ დარტყმებს განიცდიან - თეთრი სახლი

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლივიტმა, ირანთან ომის შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ თეირანი აგრძელებს აშშ-სთან საუბარს და შეთანხმების მიღწევა სურს.

"ამ საკითხზე პრეზიდენტს სულ რაღაც ერთი საათის წინ ვესაუბრე. ირანი ძალიან აქტიურად აგრძელებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან საუბარს და აღნიშნავს, რომ ჩვენთან შეთანხმების დადება სურს, რადგან ისინი გამანადგურებელ დარტყმებს განიცდიან," - განაცხადა მან.

მან აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმები გამოიწვია ირანის მხრიდან იმ დროებითი შეთანხმების დარღვევამ, რომელზეც თეირანი და ვაშინგტონი ივნისში შეთანხმდნენ.

"კერძოდ, მათ მიერ ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, მათ არ უნდა გაეხსნათ ცეცხლი ჰორმუზის სრუტეში მოძრავი კომერციული გემებისთვის. სამწუხაროდ, მათ მიიღეს ტრაგიკული გადაწყვეტილება, რომ ეს გაეკეთებინათ. პრეზიდენტი ტრამპი არ აპირებს უმოქმედოდ დაჯდეს და დაუშვას ტერორისტული აქტების განხორციელება სრუტეში,"- განაცხადა მან. 

დღის ამბები