18 ივლისი 2026,   01:19
ვრცლად
თურქმენეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი გრძელდება - სერდარ ბერდი-მუჰამედოვს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღებს

თურქმენეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი გრძელდება. სერდარ ბერდი-მუჰამედოვს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღებს, რის შემდეგაც ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გაფორმდება.

თურქმენეთის სახელმწიფო დელეგაციას, გუშინ დღის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურ ვახშამზეც უმასპინძლა. სტუმრებმა ფუნიკულიორით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს. თურქმენეთის დელეგაცია საქართველოში გუშინ ჩამოფრინდა. სერდარ ბერდი-მუჰამედოვის ოფიციალური დახვედრა პრეზიდენტის სასახლეში შედგა. მიხეილ ყაველაშვილის გარდა, თურქმენეთის პრეზიდენტი პირისპირ შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრს.

დღის ამბები